არასამთავრობო ორგანიზაცია Femina–ს დამფუძნებელი, ნინო ბაისონაშვილი:
გუშინ გავრცელებულ ფოტოზე, სადაც დედა ფეხზე მოსიარულე კურიერად მუშაობს ბავშვით ხელში, ხალხმა გულებით და შემდეგი ტექსტებით დაიწყო გაზიარება, რომ აი, ქალი, აი, დედა და როგორც ხდება ხოლმე. ეს იცით რატომ ხდება? იცით, ქალის გმირობას და გაჭირვებას რატომ ვერ ვარჩევთ? ქალების პრობლემებზე საუბარი სასაცილოა, მეათასეხარისხოვანია, გენდერი საერთოდ შემოგდებული თემაა. ის კი არა, რომ რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ეს რანაირად უნდა დაუშვასო, ის კი არა, მამა სად აგდიაო, ის კი არა, რანაირად არავინ თანამდგომი არ შეიძლება ჰყავდეს ამ ქალს, რომ ამ ბავშვით არ დადიოდეს ქარში და წვიმაშიო. ხალხმა სამსახურებიც კი შეურჩია, როცა ოფიციალურად არავინ იყვანს მარტოხელა დედას სამსახურში და ბავშვის ავადობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზია .
არა, იმიტომ ვერ არჩევს ზოგიერთი გმირობას გაჭირვებისგან, რომ არასდროს მოუსმენია არცერთი ამ ქალის მსგავსი დედისთვის, არასდროს დაინტერესებულა, რა გზა გამოიარა, როგორ წამოკრიფა მრვალი დამცირებისა და ძალადობის შემდეგ საკუთარი თავი, რამდენჯერ მოიწმინდა ცრემლი ამ ამ ჩანთის ზურგზე მოკიდებამდე.
ხო, გამოვიდეთ უნდა ამ ბოროტებამდე დასული გმირობანას თამაშობიდან არა, ოთარაანთ ქვრივი არ უნდა იყოს ქალის იდეალი. ყველა მსგავსი ფოტოს, ვიდეოს, ისტორიის დროს, ერთადერთი ჯანსაღი, ლეგიტიმური რეაქცია ბრაზია, ქალებო, ბრაზი და ერთმანეთზე ზრუნვა და არა, წაქეზება და ხოტბა-დიდება, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, პატრიარქატი ისევ იხეირებს და მისი მოძმე უსინდისო ბიზნესიც, ეს ქალები კი მარადიულად სიღარიბეში დარჩებიან.
არა, არც ღირსეული შრომა მოვითხოვოთ, არც ანაზღაურებადი დეკრეტი, არცა რაი, მაგარია, ქალი ბავშვით ხელში რომ შრომობს.
უადგილო ადგილას ყველაფერი ცუდია, აღფრთოვენებაც და ხოტბაც.
კომენტარები