პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
კიდევ უნდა დავდო ეს ფოტო, რადგან მეორე დღეა არ ამომდის თვალებიდან.
ზოგადად რაც ხდება, ყველა ვხედავთ, მაგრამ გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენში არსებობს კულტურა, გამონაკლისის სახით მაინც, კომპანიასა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობის, თანამშრომლობის, სოლიდარობის, მინდა მჯეროდეს, რომ მსგავსი კულტურა აქვს “გლოვოსაც” და ამ გოგოს მნიშვნელოვან საჩუქარს გაუკეთებს, რეალურად ხელშესახებს, არა იმიტომ, რომ ვალდებულია, იმიტომ, რომ ეს იქნება ადამიანური ჟესტი, მიღმა მსგავს სფეროებში დადგენილი წესებისა და კანონებისა, იქნება ხაზგასმა იმაზე, რომ დამქირავებლისა და დაქირავებულს იქით, ჩვენ კიდევ გვაკავშირებს რაღაც ადამიანური, საერთო, რაც მუდმივია და არა დროებითი.
ეს ერთი მხარე და მეორე მხარე ის არის, რომ წარმოუდგენელია ასეთი შრომა, ფეხით სიარული, ფიზიკურად, ტვირთითა და ბავშვით ხელში.
სახელმწიფომაც უნდა მოძებნოს ეს ადამიანი და რამე შესაფერისი შესთავაზოს, ბოლოს და ბილოს რისთვის ვარსებობთ, აბა?
კომენტარები