კორონავირუსით გარდაცვლილი 86 წლის ქალის, ორი შვილი, რომლებიც ასევე ინფიცირებულნი იყვნენ, განიკურნენ და მათ კლინიკიდან მალე გაწერენ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცახადა.
თენგზ ცერცვაძის თქმით, ხანდაზმული ქალის მდგომარეობა ყველაზე მძიმე იყო და იგი დღეს 2 საათზე გარდაიცვალა.
„ეს იყო ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი და სავარაუდოდ ყველაზე მძიმე, რაც ამ ბოლო ეპიდემიის გაჩენიდან ყოფილა.
ეს იყო ოჯახური შემთხვევა, მისი ორი შვილი ჩვენს კლინიკაში იწვა, ისინი გამოჯანმრთელდნენ და მალე გაეწერებიან“, – განაცახდა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები