იმ ფონზე, რომ კოროანვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების შემთხვევები აშშ-ში მასშტაბურად იზრდება, დიდი საფრთხის წინაშე დგანან სამედიცინო პერსონალის წევრებიც, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი რაოდენობის პირბადეები და თავდაცვის ატრიბუტები.
CBS NEWS-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია ამერიკელი ექთანი, რომელმაც, როდესაც მოსთხოვეს, რომ კოვიდ 19-ით დაავადებულთათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ემკურნალოთ პირბადის გარეშე, რაზეც მან პირადი უსაფრთხოების გამო უარი განაცხადა.
„ამერიკა არ არის მზად. ექთნები არ არიან დაცულნი. მე დავტოვე დღეს ჩემი სამსახური. მას შემდეგ რაც მივედი საავადმყოფოში, დამავალეს კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტის მკურნალობა ინტენსიური მკურნალობის ცენტრში, სადაც არც ერთი ექთანი არ ატარებდა პირბადეს. მე ჩემი N95-ის პირბადე მქონდა. ვუთხარი ჩემს მენეჯერს: მესმის, რომ მარაგების დეფიციტს განვიცდით, მაგრამ ნება მომეცი დავიცვა და უსაფრთხოდ ვიგრძნო ჩემი თავი“ – განაცხადა ვიდეომიმართვაში ამერიკელმა ექთანმა.
კომენტარები