“თაიმერთან” ინტერვიუში ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ამბობს:
დიდუბის ეკლესიაში შესვლისთანავე, მარცხენა მხარეს, საზოგადოებას შეუძლია იხილოს თამარ მეფის ფრესკა შარავანდედით გამოსახული და მის გვერდზე, როგორც “თანასწორის”, ილია მეორეს ფრესკას ნახავთ, რაც არც მეტი, არც ნაკლები მკრეხელობაა. ეს მისი სურვილით, მისი ხელით მოხდა. ეს არის მკრეხელობა! ერს ჰგონია, რომ ჩვენ, თითქოს ძალიან თავმდაბალი პატრიარქი გვყავს, ასე არ არის! ჩვენ გვყავს კერპი! მან, ეს პიროვნების კულტი იოსებ სტალინისგან მიიღო მემკვიდრეობით და დღემდე ემსახურება პიროვნების კულტის ბოროტებას საქართველოში. მან გარკვეულწილად მიაღწია საკუთარ ამბიციურ და ამპარტავნულ მიზნებს, მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ “ამპარტავანსა შემუსრავს ღმერთი და მდაბალს მისცემს მადლს!”
საქართველოში, რომ პატრიარქს უფრო მეტი გავლენა და პატივი აქვს, ვიდრე, იესო ქრისტეს, ამაზე ალბათ, ყველანი ვთანხმდებით. ამაში დასარწმუნებლად, მარტივი გამოკითხვის ჩატარებაც საკმარისი იქნება საზოგადოებაში. ილია მეორემ ეკლესია მიითვისა და პატრიარქოცენტრულად აქცია. უნდა იყოს ქრისტოცენტრული და ეკლესია არის პატრიარქოცენტრული. ეს კანონზე მაღლა დგას და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს, ისე, რომ ქრისტეს არ ეკითხება და უფლის კანონებს არ ითვალისწინებს. მეტი სხვა რა არის კერპი?! რაც ხდება ჩვენი ერიდან, ბერიდან, თუ პოლიტიკური ელიტის მხრიდან, რომ ვერავინ გაბედა შეწინააღმდეგება, მაშინ, როცა ყველამ იცოდა, რომ მართალი ვიყავი. ვერავინ ვერ გაბედა, რომ ამ კერპს დაპირისპირებოდა. პოლიტიკოსები პირად საუბრებშიც მეუბნებოდნენ: “რა ვქნათ, მაღალი ავტორიტეტი აქვს, დიდი გავლენა აქვს. ჩვენ ვიცით, რომ მართალი ხარ, მაგრამ ჩვენ არჩევნების დროს გვჭირდება და დაგვაზიანებსო”. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველამ იცოდა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ წასვლა, მისი მტრად გამოცხადება, მათ პოლიტიკურ ზიანს მოუტანდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ზვიად გამსახურდია იყო ეკლესიისა და ერის ყველაზე დიდი მოყვარე, რომელიც პირადად პატრიარქს ამხელდა, ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან. მას შემდეგ, ეროვნული და საზოგადოებრივი შეგნების პოლიტიკოსი, ჩვენ არ გვყოლია!
კომენტარები