უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე:
„იცით რა მაინტერესებს? ნიკა გვარამია ციხეში გაუშვეს, მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ყველამ კარგად იცით რა ტრუხა ბრალდებებით ზიან ისინი ციხეში. კი ეს ბრალდებები სასაცილო რომ არ იყოს და რაიმე ისეთი ბრალდება წაეყენებინათ რისთვისაც ადამიანმა სასჯელი უნდა მოიხადოს კი ბატონო, კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს.
ახლა მითხარით, ხომ ყველამ იცით, ყველამ მეთქი ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ საქართველოზე ერთ დღეს თვითონ ევროპამ და დასავლეთმა თქვას უარი. არ შესრულდეს ის პუნქტები რა დავალებაც გვაქვს, ჩვენი ხელიუფლება ღიად არასდროს იტყვის ამას, მაგრამ ამ ქცევებით ევროპა იტყვის უარს. და ყველამ ხომ იცით ეს საიდან მოდიის? ხომ იცით ამ 11 წლის განმავლობაში მხოლოდ ამას აკეთებს ხელისუფლება ოღონდ ძალიან ეშმაკურად და მზაკვრულად რომ ეს ქვეყანა რუსეთში შეთხაროს და საბოლოოდ დამარხოს ჩვენი ქვეყნის თუნდაც პერსპექტივა ოდესმე განვითარების და ცივილური ქვეყნების რიცხვში თუ არა მიახლოებაც რომ არ შეგვეძლოს.
საქართველოს მოსახლეობავ, გეკითხები გინდათ ეეს, გვითხარით ხალხო, ეს 31 წელი რისთვის ვაწამეთ საკუთარი თავი რომ ისევ იმ სებნელეში და მონობაში დავბრუნებულიყავით? როგორ გძინავთ მშვიდაად? როგორ ხართ ასე გაშეშებული და შეჰყურებთ ამ საშინელებაას? ნუთუ კიდე ვერ გაიგეთ რომ ეს ხელისუფლება პუტინის დაქვემდებარებული ადმინისტრაციაა ოღონდ ფულით ნაყიდიი?
გინდათ პუტინიი? გინდათ ღორი ერის ბინძური ჩექმაა? ხომ არ გგონიათ საბჭოეთის დროს რომ ბლატაობდით კიდე ისე გაბლატავებენ რუსები? მათ სძულთ ქართველები, მათ სურთ ქართველების გადაშენება, მათ უნდა საქართველო ქართველების გარეშე, ისინი ამას მოკლე დროში გააკეთებენ . თქვენ გინდათ ეეეს? თუ თქვენც რაღაც წილი გაქვთ იმ თქვენთვის გადმოგდებულ სამათხოვროდ თეთრების? და თუ ეს ასე არ არის რა დაგემართააათ? გძულთ ქართველობაა? მაშინ გვითხარით ეს პირდაპირ და ჩვენც დროზე ადრე, უდროოდ აღარ შევეწირებით რუსულ ჭურვებს.
37 ქართველი მამაცი გული გაჩერდა აქ უკრაინაში საქართველოსთვის ბრძოლაში. ნუთუ ეს არ გტკივათ თქვეენ? და არავინ იცის რამდენის გული გაჩერდება კიდე. გვითხარით თუ პუტინი გინდათ და ჩვენც რამეს ვიფიქრებთ. რა იცით იქნებ თქვენთან ვართ ჩვენც, რადგან სადაც მთელი საქართველო იქაც ჩვენ. ჩვენ სულ თქვენთან ვიქნებით ოღონდა არა პუტინთან და რუსეთთან ერთად!!!”
კომენტარები