ეკონომისტი, ირკალი ლატარია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მაგიტომაც ვარ ამ დღეში. არა რა, ჩემისთანა ადამიანი საჯარო პოლიტიკაში ცოდოა…ნერვები მაქვს დაგლეჯვას…
კაცმა მილიარდები იშოვა თავისი შრომით..ამ მილიარდებს ჩემს ქვეყანას ახმარს…ამავე დროს – ამ მილიარდებით ბევრი კალოშიანი გამილიონერდა და უნდათ იმაზე მილიარდების წართმევა ვინც პირდაპირი გაგებით ქვეყანა გადაარჩინა, ხოლო კალოშიანი მილიონრები კი თავისთვის დაფარფატობენ!!!!
სამებას რომ აშენებდნენ, ივანიშვილის პირობა იყო, რომ მხოლოდ ჩემი ფული უნდა იყოსო – მეტი არავისიო!!! ასევე მოითხოვა თავის დროზე ფეხბურთის ფედერაციაშიც (და მიშამ არაო)..
ახლა ყველაფერს ვერ დავწერ ფიზიკურად, მაგრამ ჩემი მეგობრის ცოლი გამახსენდა, 26 წლის გოგონას სიმსივნე ჰქონდა.. ჩემი მეგობარი საჩხერეში დაჩოქილი შევიდა (სერგეენკო იყო მაშინ დირექტორი)… კინოშიც არ მენახა, რა მოხდა იმ წამიდან… ყველას ჩართვა, ისრაელში დარეკვები, აქ ქიმიის ეგრევე დაწყებები, ყველა წამლების მიტანა, ანგარიშებზე ისე ფული (ოჯახს).. არ გვეჯერა, ეს რა ხდებოდა? სერგეენკომ ახლავე გავარკვევო, დარეკა (რა თქმა უნდა ბიძინასთან დარეკავდა) და ოთახიდან გამოსულმა მთელი კლინიკა ფეხზე დააყენა…..
და აი ასეთი კაცისთვის უნდათ ფულის წართმევა, ხოლო ვინც ამ კაცის ფულით გამდიდრდა, ხმას არ იღებენ კი არა – მგონი სადმე კუნძულზე გადასახლდნენ….
2007 წლის ისტორია მოვყევი მე… ახლა ბევრ რამეზე ვფიქრობ და ყელში ბურთი მახრჩობს
აი ზუსტად რომ ვიცი, ხვალ რომ მიშა დაბრუნდეს, მიშა იმიტომ ვიყავი ბიძინასთან რომ ძირი გამომეთხარაო ამ ტექსტით იმდენი გამოვა.
დავიღალე.. ყველაფრით დავიღალე…
უბრალოდ გიჟივით ვარ, ერთადერთი მილიარდელი გვყავს, რომელმაც ფული სხვაგან იშოვა; საქართველოს უვლის საკუთარი ოჯახივით და მისი დასანქცირება უნდათ მაგრამ, ამაზე მეტად ის მამწარებს, შარშანწინ რომ ბიძინას აგინებდნენ, პირადად ჩემთვის სულ ბიძინას მონა უძახიათ და დღეს ….. აღარ გავაგრძელებ…
მოკლედ ვიტყვი რა….
მე, ირაკლი ლატარია 2007 წლიდან შეყვარებული ვარ იმ ქართულ ოჯახზე, რომელმაც უამრავი ქართული ოჯახი, კულტურა, ძეგლი, მიწა და ა.შ გადაარჩინა. მე, მხოლოდ მაგ ადამიანის გულის გამო ვიბრძვი ეს წლებია და საკუთარი გული დავიავადე….მხოლოდ მისთვის და მასთან! წერტილი.”
კომენტარები