დაავადებათა კონტროლის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ამ მომენტში ვიდეომიმართვას ავრცელებს:
“ყველა ტელეგადაცემა, ყველა მაუწყებლობა, ყველა საუბარი იწყება ამ თემით, უკვე გვაქვს დიდი ფიცრები და არის გამოცხადებული პანდემია, სიკვდილიანობის პროცენტი უკვე ავიდა 5 პროცენტზე. მთელი მსოფლიოს 209 ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ვებრძვით ამ დაავადებას.
დაუღალავი შრომით შრომობენ მესაზღვრეები, მებაჟეები, ეპიდემიოლოგები, პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა და დიპლომატიური კორპუსი, საკოორდინატორო საბჭო პრემიერის ხელმძღვანელობით, მაგრამ მაინც წინა ხაზე არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები.
დღეს ჩატარდა გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში სლოგანით – სამედიცინო პერსონალი covid 19 ის ეპიდემიის წინა ხაზზე!
ვულოცავ ყველას ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეს. ვამაყობ, რომ პროფესია სწორად ავარჩიე.
დღეს სამყარო უფრო მომზადებული შეხვდა პანდემიას და არ გვექნება ისეთი დრამატული შემთხვევები, როგორიც ერთი საუკუნის წინ, ამაში დიდი როლი აქვს ჩვენს სამედიცინო პერსონალს და თავს ვუხრი მათ.”
კომენტარები