მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა არა ხელისუფლების გადაწყვეტილება, არამედ საპატრიარქოს დამსახურება იყო და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, საპატრიარქოში დახმარების სათხოვნელად იყო მისული.
რატომ ჩამოდიოდა, საზღვარგარეთ წასასვლელი ხო არარ იქნებოდა არა? ხო ასეა? მე გითხარით, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, ჩემი მტერიც რომ იყოს, მე იმათი პატიმრობა არ მინდა. შეიძლება ჩვენ არ დავდივართ ციხეებში, მაგრამ ვინც ციხეებში დადიოდა, იმათზე მეტად დავეხმარეთ. შეიძლება თვითონაც არ იცოდეს…
ჩვენთან იყო დედამისი მოსული და მაგის მერე ძალიან მალე გადაიყვანეს სააკაშვილი კლინიკაში“.
კომენტარები