სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:
“მოკლედ ოკუპირებული ქალაქი ხერსონი და მთლიანად დნეპრის მარჯვენა სანაპირო ფაქტობრივად გაწმენდილია ორკებისგან!
რუსული ბლოკპოსტები მთლიანად ცარიელია, ქალაქის თავზე რუსების დროშა აღარ ფრიალებს! სტრემოუსოვმა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ ხერსონის ადმინისტრაციამ დატოვა ქალაქი ხერსონი და ადმინისტრაციული მმართველობა გადადის სხვა ქალაქში(ჯერ ასაიდუმლოებენ). ასევე ხერსონიდან ევაკუირებულია 60 ათასი ადამიანი რუსეთის ფედერაციაში!
ერთი შეხედვით ძალიან სასიხარულოა, რომ ქალაქი ხერსონი ფაქტობრივად უიარაღოდ ბრუნდება!
მაგრამ მე პირადად საერთოდ არ მომწონს ეს ყველაფერი! ასე უცნაურად ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულების მოშიშვლება და დატოვება მომკალით და არ მგონია პუტინის კეთილი ნება!
როცა მთელი დასავლეთი უკვე ასე ღიად ლაპარაკობს ტაქტიკური ბირთვილი იარაღის გამოყენებაზე პუტინის მხრიდან, ბაიდენი, სტოლტენბერგი და სხვები, როცა ასე დაუფარავად აცხადებენ, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს და ამ დროს ფაქტობრივად უიარაღოდ თმობს რუსეთი თავისივე აღიარებულ ტერიტორიას, ეს ძალიან უცნაურია!
ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ ზუსტად ამ მიმართულებაზე არის უზარმაზარი საფრთხე პუტინმა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი მაშინ, როცა უკრაინის თავდაცვის ძალები შევლენ ქალაქში და სრულად დაიკავებენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს!
თუკი მე ვცდები და პუტინი ასე მარტივად თმობს ხერსონს, ეს უკვე ნიშნავს რომ ის კაპიტულაციასაც კი აცხადებს და ეს იქნება ყველაზე მაგარი რამ, რაც მომხადარა ამ ომის განმავლობაში!
ჩემს ეჭვს ასევე ადასტურებს ისიც, რომ ძალიან ფრთხილობენ უკრაინელები და ყიჟინა არ აუტეხავთ სტრემოუსოვის განცხადების მერე! არც შეცვენილან ქალაქში და ზოგადად ან მიმართულებაზე!
მოკლედ ვნახოთ! სულ რამდენიმე დღეში გამოჩნდება ყველაფერი! ფაქტია, რომ ქალაქში აღარც ორკების ჯარია და აღარც მოღალატე ადმინისტრაცია! ვიდეოებიც გავრცელდა სხვადასხვა წერტილებიდან, რომ რუსული საგუშაგოები ცარიელია!
რაც შეეხება ბირთვულ იარაღს! თუკი მაინც წაუცდა პუტინს ხელი, ეს იქნება მისი ბოლო საერთოდ ეჭვი არ მეპარება ამაში!
საინტერესო ნოემბერი გველის ფაქტია!
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს! ✊?✊?????????”
კომენტარები