საქართველოში კარანტინია გამოცხადებული და კომენდანტის საათი 21.00 საათიდან 06.00 საათამდე.
ყველაფერი დაკეტილია – გარდა აფთიაქებისა.
მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ აფთიაქები რადგან ღიაა, მათი გამოყენების უფლება ექნებათ და მოგვმართეს კითხვით – ვინ გასცემს, ან გაიცემა თუ არა, დროებითი საშვები ან ნებართვები აფთიაქში წასასვლელად?
ერთ მოქალაქეს კბილი ასტკივდა, მეორეს შვილმა ხელი დაიწვა – ორთავეს დასჭირდა წამალი, რომელიც მათივე სახლის გვერდით, ღია აფთიაქში თავისუფლად იყიდება, მაგრამ აფთიაქამდე მისვლის უფლება არა აქვთ.
“ალია” დაუკავშირდა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზს:
-როგორ შეგვიძლია საღამოს 9 საათის შემდეგ აფთიაქში წამლის ყიდვა?
-არ შეგიძლიათ, საერთოდ არ უნდა გახვიდეთ გარეთ.
-აბა, აფთიაქები ვისთვის არის ღია?
-იმ ადამიანებისთვის, ვისაც უფლება აქვს ამ კომენდანტის დროს გარეთ გავიდეს, პოლიცია, მედპერსონალი…
-ჟურნალისტები, მეპურები…
-დიახ.
-ხო, მაგრამ მაგ პრინციპით, მაგ ხალხისთვის მაღაზიებიც შეიძლება იყოს გახსნილი.
-მთავრობის გადაწყვეტილებით, როგორც უკვე მოგახსენებთ, ასეა.
-თქვენ რომელ საათამდე მუშაობთ?
-დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე.
-24 საათი არ მუშაობთ ცხელი ხაზი?
-არა
-მთავრობამ 24 საათი ვმუშაობო და არ ვიცი, აი, ჟურნალისტებთან, მართლა შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს დარეკვა. რომელი სამინისტროს ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათი?
-არ ვიცი, ეგ კონკრეტულად სამინისტროებში დარეკეთ და გეტყვიან.
-თქვენ ხომ ხართ მთავრობის გაერთიანებული საკოორდინაციო საბჭოს ცხელი ხაზი? ყველა სამინისტრო ხომ გეხებათ? რომელი სამინისტროს ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათით?
-დამელოდეთ… (1 წუთის შემდეგ) არც უფლება მაქვს რომ გითხრათ და არც ინფორმაცია გვაქვს ამის შესახებ.
-ცუდია.
ალია
კომენტარები