მუსიკოსი მაია დარსმელიძე:
„რაღა დარჩა თბილისისგან?
ორღობის ყ@ეს გავს თბილისი.
ვადაგასული ორლარიანი ტაშტებით და რუსულნომრიანი კარაბლებით გაძეძგილ და გადაფსიხებულ დედამო@@ნულ საცობს ემატება ის, რომ სუუუუუყველაფერი გადათხრილია და ორ ნაბიჯზე მოსათრევი ტაქსი მოდის ნახევარ საათში. მერე მძღოლი რატომღაც ლექციას გიკითხავს, რომ აქანა კი არა, ერთი კვარტალი ფეხით უნდა გაიარო და იქანა უნდა დეელოდო, რომ ალბათ პირველად ზიხარ ტაქსში და აქამდე ხუი ზნაეტ, რითი დადიოდი… მერე, მიუხედავად იმისა, რომ არც ქუჩები იცის ამ ქვის ხანამ და არც ნავიგაციის ხმარება, გასწავლის, რა როგორაა და რომ გასწავლის – საკუთარი ერთუჯრედიანი თვითკმაყოფილებისგან ისედაც გადაღაჟღაჟებულ ლოყებში წითლად შეზელილი ეგო ენთება. მერე უპატარავეს დისტანციაზე შესრულებულ რაიდში გახევს 12 ლარს და მიდის, შემდეგ მგზავრს რომ ურტყას ის თავის საამაყო ორი დიპლომი.
აქ უკვე მართლა ძალიან მაგრად მახატია, ვის დისკრედიტაციას ამოიკითხავს აქ მთელი შეურაცხყოფილი ორღობე. იმდენი ხართ და ისეთი გონორით, რომ ტვინი მოიტ@@ნა თქვენი დაუსრულებელი და ცხრაასჯერ გადათხრილი თვითკმაყოფილი ორღობით“
კომენტარები