ფოთის საკრებულოს დეპუტატი “ენმ”–დან, ლაშა რუხაია:
ნეპოტიზმი, კორუფცია რომ უკვე ჩვეულებად იქცა აღარ გვიკვირს მაგრამ, ასეთი ამბავი ხდება ფოთში.
კომპანია, შპს ,,გზა-მშენებელი-13″ იგებს ყველა ტენდერს რომელიც ეხება გზის შეკეთებას, დაგებას.
ტენდერებში მონაწილეობენ სხვა კომპანიებიც რომლებსაც უფრო ნაკლებ თანხას ითხოვენ.
შპს ,, გზა-მშენებელი-13″ დირექტორი გახლავთ, ირაიდა ფაცია – 55% წილის მფლობელი და დირექტორი;
დალილა გაბელაია – 15% წილის მფლობელი;
ნიკოლოზ კვარაცხელია – 30 % წილის მფლობელი.
დალილა გაბელაია და ნიკოლოზ გაბელაია როგორც ხედავთ არიან ,, ქართული ოცნების” შემომწირველები, 5000 ათასი ლარი შესწირეს ოლიგარქის პარტიას.
კარტიც გახსნილია, თუ რატომ იგებს ეს კომპანია ყველა ტენდერს, რადგან მისი მეწილეები გახლავთ ,, ქართული ოცნების” შემომწირველები.
ქალაქ ფოთის ანტიკორუფციულმა მოძრაობამ, იმუშავა ამ საკითხზე და კიდევ გაგრძელდება სხვა მრავალი ასეთი საკითხის შესწავლა.
კომენტარები