უფლებადამცველი, თამარ იარაჯული, რომელიც შშმ პირის დედაა და რომელიც კვირეების მანძილზე ითხოვდა დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროსგან, მთავრობისგან, რადგან მის შვილს ოპერაცია და რეაბილიტაცია სჭირდება. რამდენიმე კვირის შემდეგ, თამარ იარაჯულს დაუკავშირდნენ და რამდენიმე საათში, უკვე თურქეთში წაიყვანს შვილს სამკურნალოდ. დღეს სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“გათენდა ის დღე როცა უნდა წავიდეთ ამ ჯოჯოხეთური წლების დასასრულებლად,
გამთენიას მივდივართ,
აღარც ძალა აღარც ენერგია მთელი დღე ვეცადეთ,
ხან ვასეირნეთ ხან რა არ გავუკეთეთ რომ ეს დღეები გადაეტანა მაგრამ ძალიან ძნელია გაუმკლავდე უსაშველო ტკივილებს,
განა აუტიზმია ადამიანო ამაში დამნაშავე არა
ჩემ შვილს პირადად არასოდეს აქვს შფოთვა თუ მას რამე არ აწუხებს,
განა შეიძლება ან ბავშვი ან ოჯახი დედა ასე გაწიროს გულგრილობამ,
რამდენი წელი ტკიოდა ტკივა და ვიძახდი ვყვიროდი რომ გაბის შველა ჭირდებოდა რატომ არ მიჯერებდით განა შეიძლება დედამ ეს ვერ მიხვდეს?
გუშინ როცა გულში მაგრად ვიკრავდი როცა ტკიოდა სახეზე ფჩხილებით მაგრად ჩამომჩხაპნა მაგრად მიკბინა და ღირსი ვარ დე უფრო მეტი უნდა მეყვირა ამდენი ხანი ასე რომ იწამე ტკივილებისგან უფრო მეტი უნდა მელაპარაკა უნდა გამეკეთებინა,
ეს გარეგანი სისხლია მაგრამ არ იცით ჩემ შინაგანში სისხლდენაა ყელში სისხლი მახრჩობს შვილის ტკივილზე ძნელი არაფერი ყოფილა,
მაგრამ მივასწარით და ხვალ დილით უკვე დავიწყებთ ამ ტანჯვის დასრულებას
ნუ გაწირავთ ადამიანებს ნუ აიძულებთ იყვირონ წერონ ფეისბუქში ჩართონ ლაივები მიხედეთ განსახვავებულ მდგომარეობის ადამინებს და მათ ოჯახებს.
ცხოვრება რომ გააგრძელო ამისთვის საჭიროა ამ ჭრილობების მოშუშება გაბის და მისი ოჯახის ეს მხოლოდ წარმატებული ოპერაციაა და ჩვენ ამას შევძლებთ!
აუტანელი შიში და ტკივილით მივდივართ მაგრამ უფრო მეტი იმედით.
დღეს ღამე ანუ ხვალ გამთენიას ვიქნებით კლინიკაში”
კომენტარები