Meta მიმდინარე კვირაში თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას იწყებს – ეს, შესაძლოა, პანდემიის დროს ინდუსტრიის სწრაფი ზრდის შემდეგ სამუშაოების შემცირების ყველაზე ფართომასშტაბიანი ბოლოდროინდელი მოვლენა იყოს. ტაბულას ცნობით, ინფორმაციას The Wall Street Journal-ი და The New York Times-ი აქვეყნებენ.
გასულ თვეს, Meta-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია კვარტალური მოგების 50%-ანი კლებისა და გაყიდვების ზედიზედ მეორე ვარდნის შესახებ.
“2023 წელს ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ინვესტიციების ფოკუსირებას მცირე რაოდენობის მაღალი პრიორიტეტული ზრდის სფეროებზე.
ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი გუნდი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ სხვა გუნდების უმეტესობა არ შეიცვლება ან შემცირდება მომდევნო წლის განმავლობაში. მთლიანობაში, ჩვენ ველით, რომ 2023 წელი დავასრულოთ ან დაახლოებით იგივე ზომის, ან თუნდაც ოდნავ უფრო მცირე ორგანიზაციის სახით, ვიდრე დღეს ვართ”. – წერდა ცუკერბერგი 26 ოქტომბერს.
Meta-მ 2020 და 2021 წლებში ჯამურად 27 000-ზე მეტი თანამშრომელი აიყვანა, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კი დამატებით – 15 344. იმის გათვალისწინებით, რომ Meta-ს აქციები წელს 70%-ზე მეტით დაეცა, კომპანია ეფექტიანობის შესანარჩუნებლად ამცირებს ხარჯებს თანამშრომლების დათხოვნის გზით.
კომენტარები