ჟურნალისტი, ელისო კილაძე:
“ოლიგარქები უკრაინას რომ ყავს ისე უნდა…ომის დროს წასულებიც კი დაბრუნდნენ, პოროშენკო იარაღით ხელში იბრძოდა, რენატ ახმეტოვის “აზოვსტალი” თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
ოცნებამ დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინიდან გადმოიღო, თითქმის შეუცვლელად. ოპოზიციის ხმები კანონის მიღებას ხელს ვერ უშლის. სასწაული რომ მოხდეს და ბიძინა ოლიგარქების სიაში შეიყვანონ, მას ქონებას ვერ დაუყადაღებენ საქართველოში (არ გააჩნია-“ქართუს” გადასცა) საფრთხე ემუქრება”ფორმულას”, რომლის 51%-იანი წილის მფლობელი არის დავით კეზერაშვილი.
თავდაცვის სამინისტროც ითხოვს მისგან ზარალის ანაზღაურებას, 5 მილიონ ევროზე მეტს. ჰოდა, სანამ დეოლიგარქიზაციის კანონი სამივე მოსმენით ჯერ არ მიუღიათ, კეზერაშვილმა საკუთარი წილი ფორმულას ჟურნალისტებს რომ გადასცეს?!
ამით, ტელევიზიას უფრო დაიცავს !
სხვა კრიტიკულ ტელევიზიებს ფინანსურად ახრჩობენ !”
კომენტარები