სპორტული ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი:
“ბიჯოო, მანდ „ნაპოლიში“ ჯანსაღად ხართ საერთოდ ? რას „მიაცვ-მააცვავს“ ეს სპალეტი ? რას ქვია რომ თურმე „გასახდელში არავის სიამოვნებს, როცა ყოველთვის კვარაცხელიაზე საუბრობენ” ?
აბა ვისზე უნდა ისაუბრონ, თუ არა გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზე, რომელსაც თამაშზე დიდი გავლენა აქვს. ფაქტი აგერ დადასტურდა „ატალანტასთან“ რის ვაი-ვაგლახით მოგებულ მატჩში, როცა ის ეფექტი და ხიბლი, რაც „კვარასთან“ ერთად აქვს გუნდს, საერთოდ არ ჩანდა (ეს ჩემი სუბიექტური აზრია) !
ვერ გავიგე, ფეხბურთს და სპორტის ნებისმიერ სახეობასაც, ხალხი გამორჩეული სპორტსმენების გამო არ უყურებს ? კი ბატონო, გუნდურობა აუცილებელია, მაგრამ 11 „ნაცრისფერი“ მოთამაშით დაკომპლექტებული გუნდი არავის არ აღელვებს მსოფლიოს მასშტაბით, გარდა მისი ერთგული ფანებისა, ხოლო თუ მათ შორის ერთი მაინცაა „არანაცრისფერი“, ასეთი კრებულის მიმართ ინტერესი უფრო იზრდება. დავიჯერო, როცა მარადონა თამაშობდა „ნაპოლიში“ (არ ვადარებ რა თქმა უნდა ხვიჩას ლეგენდარულ არგენტინელს), მაშინ ვინმე დაიწუწუნებდა, რომ „კმარა დიეგოზე საუბარი, თორემ გასახდელში კუჭი გვეშლება ისე გლახათ ვხდებითო“ ? ანაც „ჩიკაგო ბულზის“ კალათბურელები აღარ გადიოდნენ მოედანზე სათამაშოდ და იძახდნენ „გეყოთ ამ მაიკლ ჯორდანზე ლაპარაკი, თორემ ბურთს კალათში აღარ ჩავაგდებთო“ ? ან მადრიდის „რეალში“ პავონი გაფიცვებს აწყობდა, ჩემზე და კამპოზე იმდენივეს რატომ არ საუბრობთ, ვიდრე რონალდოზე და რობერტო კარლოსზეო ?“ ასეთი მაგალითები უამრავია, არიან გუნდებში ვარსკვლავები და არიან ე.წ. მუშა ფეხბურთელები, რომელთა გარჯას სწორედაც გუნდურის თვალსაზრისით არავინ არ აკნინებს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მთელს სამყაროში, რომ გამორჩეულები იწვევენ ინტერესს და მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან !
იმავე „ნაპოლიში“ ოსიმენი რომ არ იყო ტრავმის გამო, რა, არ კითხულობდნენ მასზე, როდის დაბრუნდება, რა სჭირს და მნიშვნელოვანი ფეხბურთელიაო ? ანაც აგერ კიმ მინ-ჯე დასახელდა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მუდამ იწერება მასზე მოსვლის დღიდან, თუ რა მაგარი მცველია, აჯანყდა ვინმე ამის გამო ნეაპოლელთა გასახდელში ? მგონი აქ ცოტა სხვა რაღაცაშია საქმე, რამაც ვფიქრობ ცუდი საქმე არ გაუკეთოს საბოლოოდ „ნაპოლის“ !
ითამაშონ ბატონო სხვებმაც კრეატიულად, წარმოაჩინონ თავი, გადაფარონ ხვიჩა კვარაცხელია და ილაპარაკებენ მათზეც, „ეტა ელემენტარნო ვატსონ“ … კი არადა, სპალეტი !”
თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს – რა კომენტარს აკეთებს „ნაპოლის“ მწვრთნელი
კომენტარები