მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ჯანმოს დაფინანსებას მხარს არ დავუჭერ, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა.
Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სენატორმა აღნიშნა, რომ სენატის ასიგნაციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის პოსტს გამოიყენებს, რათა ჯანმომ აშშ-სგან დაფინანსება არ მიიღოს.
„მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, მხარს არ დავუჭერ ორგანიზაციის დაფინანსებას. ისინი იტყუებოდნენ, ნელა მოქმედებდნენ და ჩინეთის აპოლოგეტები არიან. ჯანმოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გათვალისწინებით, აშშ-სთვის ეს კარგი ინვესტიცია არ არის. მანამ, სანამ ახალი ხელმძღვანელობა არ ეყოლებათ, ამერიკის ინტერესებშია დაფინანსება შეწყვიტოს, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებით მარცხი განიცადეს“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.
დღეს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანმოსთვის დაფინანსების შეჩერების საკითხს შეისწავლის.
კომენტარები