იმედა მეშველიანი:
“……ან რა უბედურება და სასჯელი აქვს ასეთი ლეჩხუმის ერთ პატარა სოფელს რომ ესეთი გამორჩეული საღსალამათი და ვაჟკაცი ბიჭები ერთმანეთის მიყოლებით შეეწირონ ამავე სოფლის გზაზე უპასუხისმგებლო #ლაჯანურჰესი კომპანიის არხს… კომპანიის რომელმაც სამი წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ როდესაც სამი ახალგაზრდა დაიღუპა, მოსახლეობასთან პირობა დადო რომ გააკეთებდა გვირაბის შესასვლელში დამცავ ბადეს და სრულად შეცვლიდა ამორტიზებულ 45-წლის წინ გაკეთებულ არხის ღობე-ჯებირს რომელიც მხოლოდ ბუტაფორიაა და მცირედ შეჯახებასაც ვერ უძლებს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მიუხედავად დაპირებისა და მოსახლეობის მოთხოვნისა რომ საავტომობილო გზის მხარეს გაკეთებულიყო ახალი და მყარი რკინა ბეტონის 2 მ სიმაღლის ღობე-ჯებირი ( ეს მოლაპარაკებები მიდიოდა მუნიციპალიტეტის მერიაში რასაც ესწრებოდა ადგილობრივი მთავრობის მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირები). კომპანიამ ისევ თავისი ხარჯების სასარგებლოდ მხოლოდ გვირაბის დამცავი ბადე და ტრაგედიის ადგილას წაქცეული ჯებირის ახლით შეცვლით შემოიფარგლა ხოლო ძველი ბუტაფორია დატოვა რადგან ისევ მხოლოდ უპატრონოდ დარჩენილი გაჭირვებული მოსახლეობა აღმოჩნდა კომპანიის პირისპირ….
Ps. არაკაცები და ფურთხის ღირსი ხართ ყველა ვინც მოსახლეობას, ლეჩხუმს და სოფელს უღალატეთ თქვენი სილაჩრის გამო! კომპანიის ზედამხედველობასთან პირადი ურთიერთობების გამო! სკამის გამო! თქვენი კომფორტის ზონის არ დარღვევის გამო!”
კომენტარები