თუ ადამიანს აქვს სიცხე, ხველა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე. მას გაუწევენ კონსულტაციას, რის შემდეგაც გადაწყდება, სახლში დარჩება თუ მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა, – ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით ბინაზე ადამიანების მკურნალობა მაშინ მოხდება, თუ სისტემა გადაიტვირთა. „პაციენტებს ექნებათ სატელეფონო კონტაქტი ოჯახის რგოლის ექიმებთან. ისინი შეაფასებენ მათ მდგომარეობას. ეპდემიოლოგები კიგააკონტროლებენ მათი მკურნალობის რეჟიმს, “- განაცხადა გოგინავამ.
ექიმი ინფექციონისტი ამბობს, რომ კლინიკები COVID19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზადაა. „არის სათანადო რაოდენობის საწოლები, რომ მოხდეს პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და სიტუაციის მართვა. სახელმწიფო ამ დინამიკისთვის მზად არის. ეს არ არის აგრესიული მატება. ეს არ არის უკონტროლო ზრდა. მეტ-ნაკლებად პაციენტების კონტაქტების მოძიება შესაძლებელია,“- აღნიშნა გოგინავამ.
2 აპრილიდან 112-ზე ამოქმედდა ცხელი ხაზი სადაც ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკვა პროფესიონალი ექიმების რჩევის მიღება.
კომენტარები