ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, ჯორჯიან თაიმსის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, ამბობს:
“4 000 გვერდია ავადმყოფობის ისტორია, 14 დაავადებაა გამოკვეთილი, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ყოველ კვირაში რაღაცა ემატება… მაგალითად, წიგნებს ვეღარ კითხულობს, თვალებში დააკლდა, გადაადგილება უჭირს, ტუალეტამდე 1 მეტრი არ იქნება, მაგრამ დახმარების გარეშე ვერ მიდის, რამდენი შედიხარ ამ ადამიანთან იმდენი რაღაცა… 38-მდე სიცხე თითქის ყველა დღე აქვს… მერე წამოვიდა აზრი, რომ იქნებ ნევროლოგიურია. ნევროლოგებს რომ ვკითხეთ, ოფიციალური წერილებიც გვაქვს. გვითხრეს, რომ ნევროლოგიური სიცხე შეიძლება ადამიანს ჰქონდა ერთი დღე, ორიო დღე, ისიც 37, არავითარ შემთხვევაში 38 არ უნდა ქონდეს სისტემატიურად…
მე ვნახე პარასკევს, გუშინ ნახა კიდევ ერთმა ადვოკატმა და გუშინაც სიცხე ჰქონდა…
დემენცია ის დაავადებაა, რომლის მიხედვითაც სასჯელის გადავადება კი არ ხდება, სასჯელისგან გათავისუფლება ხდება, აგერ მოხდა 1 კვირის წინ, გავათავისუფლე საკმაოდ მძიმე მუხლით ბრალდებული პირი. დემენცია ერთ-ერთია, დღეს დაუდგინდა ტუბერკოლოზის ჩხირი და რას ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ტუბერკულოზით შემოვიდა საქართველოში? – მეეჭვება. აგერ დაუდგინა, გერმანელებისგან მომივია 1 საათის წინ. ვივამედამდე მე-12-ში იჯდა, მე-18-ში იჯდა, გორის ჰოსპიტალში იყო, არ ვიცი სად დაემართა. თვითონ არც იცის ჯერ ეს ამბავი….”
კომენტარები