სოსო გაგაშვილის ნათესავი, ნიკოლოზ გოგაშვილი, სამართალდამცველებმა დღეს დილით, თელავში აიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა განუცხადა, ნიკა გოგაშვილი თელავში დააკავეს, მეგობრებთან ერთად იყო, როცა მასთან 3 მანქანით მივიდნენ:
„იარაღი ჩვენთან ჰქონდა, რადგან პერიოდულად ჩვენთან რჩებოდა ხოლმე, თვითონ თელავში ცხოვრობს. ეს იარაღები 16 ივლისს, ჩვენი სახლიდან ამოიღეს. ნიკა გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას გულისხმობს, ეს აბსურდია, მას თავის სახელზე შეძენილი და გაფორმებული 3 იარაღი ჰქონდა და არ გაუსაღებია. ეს არის პოლიტიკური დევნის მიზეზი, რადგან ის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილია. სწორედ, ამის გამო დააკავეს ის, რაც უსამართლობა და უკანონო ქმედებაა.
…ახლა სუს-ში მოჰყავთ, ჩვენ ეს გამომძიებელმა შეგვატყობინა. აღსანიშნავია, თუ რატომ დააკავეს ის 3 თვის შემდეგ და მაშინვე არა, თუკი რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. ეს მუხლი 6-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“
კომენტარები