რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ერთერთი საკვანძო ქალაქი გაგრა ჩაკეტვის, საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და კომენდანტის საათის გამოცხადების საფრთხის წინაშეა, მიზეზი კი ახალი კორონავირუსია, – ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ, რუსულენოვან მედისა და ფორუმებზე ვრცელდება.გაგრაში ზომების გამკაცრება მას შემდეგ დაიწუყო, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალურად დაადასტურეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა: ინფიცირებული პაციენტი მოსკოვის კლასტერიდანაა, ის რუსეთის დედაქალაქში მივლინებით იმყოფებოდა და გაგრაში ჩამოსვლის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი გუდაუთაში, ადგილობრივ ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც ე.წ. საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფორუმებზე ქვეყნდება ასევე ფოტოები გაგრიდან: ქალაქის შესასვლელსა და გასასვლელს მილიციის კორდონებია ჩაყენებული, თუმცა, ადგილობრივები ძალიან ხშირად მილიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, ხშირია წინააღმდეგობის გაწევის ფაქტები მოქალაქეებისთვის ტემპერატურის გაზომვის მოთხოვნის დროს.
საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ ორი სადარბაზოს მქონე მრავალსართულიან კორპუსში, სადაც ინფიცირებული ცხოვრობს, კიდევ ასი ადამიანი სახლობს. ინფიცირებულის მეზობლები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ქალაქში გამკაცრებულია პატრულირება. საკოორდინაციო შტაბის სხდომას გუშინ ღამით ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი სმირიც ესწრებოდა.
სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და კომენდანტის საათის შემოღების სცენარიც განიხილეს, თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამ ზომების მიღება ნაადრევია:
“ინფიცირებულს პირდაპირი კონტაქტი არც ისე ბევრ ადამიანთან ჰქონდა, ისინი დადგენილია, ირიბ კონტაქტებს დამატებით ვიკვლევთ”, – განაცხადა ლულუამ, რომელიც საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს წევრია.
წყარო: ნიუპოსტი
კომენტარები