მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, ამბობს:
ჩემი ამ საქმეში ჩართვა მას მერე მოხდა, როცა დავინახე ფიზიკურად რა მდგომარეობაში იყო, ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, შიმშილობა ამას ვერ გამოიწვევა რაც მას სჭირს.
აქ მედიცინა კი არ მუშაობს და სამართალი, მუშაობს პოლიტიკა, ვიღაცეები სულ იძახიან, რომ სააკაშვილი არ არის ცუდად, ვიღაცეები იძახიან, რომ ცუდადაა. ამერიკელებმა გამოაგზავნეს თავიანთი დიაგნოზები, არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, მათ შორის, ყველაზე მძიმეა დემენცია. 14 დიაგნოზია, დღეს დაემატა ტუბერკულოზის დიაგნოზი. იბადება მარტივი კითხვა, ამდენი დაავადება სჭირს ამ ადამიანს, ყველას გვახსოვს როგორი შევიდა იქ, არაყს სვამდა, ხინკალს ჭამდა, შევიდა თავისი ფეხით. კაცი ვეღარ დადის, ვეღარ გადაადგილდება, თუ სიმულიანტობს – მივმართე სასამართლოს მომეცით ვიდეომასალა-მეთქი და დღეს მომივიდა პასუხი – უარი გეთქვათ, არ გაძლევთო – ბიჭო, მომეცი, მე მინდა ვაჩვენო საზოგადოებას, მოვისმინე, ამბობდნენ, ერთი ვაჩვენოთ საზოგადოებასო და ვაჩვენოთ…
მთავარი ამ ისტორიაში არის რა – უნდა ვიღაცას ამის დაჯერება, არ უნდა, აგერაა სამხარაულის ექსპერტიზაა დანიშნული და მოიტანონ თავიანთი დასკვნა. ფაქტია, ადამიანს აქვს უამრავი დაავადებები. ახლა კითხვა მაქვს საზოგადოებასთან – საიდან განუვითარდა ამ ადამიანს ეს დაავადებები?
შეხედეთ რა ხდება, მასთან შედის მე-12-ში ვახტანგ კიკაბიძე, სააკაშვილს ეუბნებიან, რომ მისულია ვახტანგ კიკაბიძე, 2 აპრილს ხდება ეს და დააყოვნეს 1 საათი, არ გაუშვეს სააკაშვილი კიკაბიძის სანახავად – სააკაშვილი ადგა, ორივე ხელებით, ფეხებით აბრაგუნა ამ კარებზე იმდენად აბრაგუნა, რომ ხელები გაუსისხლიანდა, ფეხები გაუსისხლიანდა, ანგრევს ამ კარებს და ძლივს აჩერებენ იმნაირი ამბავია. ბოლო-ბოლო გამოიყვანა ციხის ადმინისტრაციამ, შეუშვეს კიკაბიძესთან, დაბრუნდა, მერე ამაზე გამოუწერეს ადმინისტრაციული აქტი და ა.შ. ეს ხდება 2 აპრილს. გადის დაახლოებით ერთი კვირა, ღამის დაახლოებით პირველი საათია, ციხის უფროსი იღებს ყურმილს და რეკავს და ეს ჩანაწერი არის გამქრალი, რეკავს სასჯელაღსრულებაში და იწყება განგაში – რაღაც მოხდა აქ, ცუდად არის სააკაშვილი, მძიმე მდგომარეობაა, ჩანაწერი არ არსებობს, ამის მერე გადმოჰყავთ, არადა მანამდე იხვეწებოდა გადამიყვანეთ ვივამედშიო და არ გადაჰყავთ. შემოჰყავთ ვივამედში. კიკაბიძის ეპიზოდიდან მეორე თუ მესამე დღიდან სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება, მძიმდება და ბოლოს მივედით იქამდე რომ ამერიკელმა ექსპერტებმა დასვეს ასეთი რთული დიაგნოზი.
დამებადა ლოგიკური კითხვა – მე გუშინდელი ადვოკატი და გუშინდელი იურისტი არა ვარ – ლოგიკური კითხვა მაქვს – რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები? იქ რომ ვიღაცა ქილიკობს რომ ციხეს ვერ იტანს, ციხეს ვერ იტანს ვერავინ, კაცი არ მინახია ციხეს იტანდეს… ბიძაშვილი მყავს ერთი მე-12-ჯერ იხდის სასჯელს და რომ შევა, მეორე დღეს იძახის, როდის გამიყვან გარეთო, ვინ იტანს ციხეს? მაგნაირი კაცი მე ჯერ არ მინახია. მაგის გამო არავის გარეთ არ უშვებენ… იბადება კითხვა – რა ჭირს, აბა, ამ კაცს, რა მოუვიდა? შიმშილობას მისთვის არაფერი ისეთი ზიანი არ მიუყენებია, შიმშილობის მერე მოხდა კიკაბიძის ფაქტი, ძლივს გააჩერეს, მაღალი იყო, ჯანმრთელი, კარები კინაღამ მოხსნა… ამ ამერიკელების დასკვნა რომ ჩამოვიდა და თქვეს ეს დიაგნოზია, ეს დიაგნოზია, ეს დიაგნოზია, კითხვა რომ დავუსვი, რატომ ბატონო, საიდან აქვს ეს დიაგნოზები, მაგას ჩვენ ვერ ვამბობთო, მაგრამო, ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციასო, ეს ყველაფერი გაიგზავნოსო, არის ასეთი მეცნიერი, ჩათვალეთ რომ ტოქსიკოლოგიაში არის შოთა რუსთაველი. გადაეგზავნა ყველაფერი ამ კაცს, იმისთვის რომ დადგინდეს ეს დიაგნოზები საიდანაა გამოწვეული, საიდან განვითარდა ასე მოკლე დროში, 6 თვეში ადამიანი ასე როგორ უნდა დაგნრეულიყო? მან მოითხოვა სააკაშვილის სისტემაში შეყვანიდან დღემდე რა ანალიზებიც გაკეთებია და რა პასუხებიც მოსვლია, ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევები და დაადგენს.
მე ხო არ მივდივარ მიუნხენის სასამართლოში, მე მივდივარ თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოვა მოსამართლე… რამდენიმე ისეთი მოსამართლეა, ფეისბუქზე წერს, მიშა მეზიზღებაო და იმას რომ დაეწერება ის საქმე, გასაგებია, ხომ? ამიტომ მე უნდა შევიდე სასამართლოში გამართული, მტკიცებულებებით. ვხედავ კაცი რა მდგომარეობაშია. ვეკითხები ტოქსიკოლოგს – რამ გამოიწვია ამ კაცის ესეთი მდგომარეობა. მე ვიცი რა დიაგნოზები აქვს, მე მაინტერესებს ასეთი მძიმე დიაგნოზები რამ გამოიწვია. ეს რომ იყოს ღვიძლის დაბეჟილობა, თავის გატეხვა – გასაგები იქნებოდა, ესე იგი ცემა ვიღაცამ, მაგრამ აქ ლაპარაკია ისეთ დიაგნოზებზე, რომლებიც შიგნიდან ვითარდება, უჯრედისის დონეზე ხდება რაღაც. 38 სიცხე რომ ყოველ დღე აქვს…
რატომ ამერიკელი და ევროპელები ექიმები – არიან ადამიანები, რომლებიც იძახიან, არა, არ არის ავად, ჩვენ ვამბობთ, არა, ბატონო, ავადაა, რომ დარწმუნდნენ, ამერიკაზე მაღალი მედიცინა დედამიწის ზურგზე არ არსებობს. თუ ვინმეს არ უნდა დაჯერება მაინც, ნუ დაიჯერებს.
შალვა ხაჭაპურიძეს წამყვანი ჩაეკითხა, უთხრეს, თუ არა ამერიკელმა ექიმებმა, რომ სააკაშვილი მოწამლულია, პასუხად, ადვოკატმა განმარტა, რომ სიტყვა მოწამვლა არ უხსენებიათ, მაგრამ გადაამისამართეს ტოქსიკოლოგთან.
შალვა ხაჭაპურიძე:
სიტყვა მოწამვლა არ ხსენებულა და პოლიტიკურადაც ვიტყვი – თუ ვინმეს არ უნდა მიშას გარდაცვალება და მიშას რამე ცუდი მოუვიდეს, ეს არის დღევანდელი ხელისუფლება, არავის არ აწყობს საააკაშვილს რამე დაემართოს, იმ სისტემაში, რომელსაც ხელმძღვანელობს დღევანდელი ხელისუფლება.
შალვა ხაჭაპურიძეს სტუდიაში მყოფმა ერთ-ერთმა რესპოდენტმა ჰკითხა, რა გარანტიაა, რომ სასჯელის გადავადების შემთხვევაში, სააკაშვილს მკურნალობის შემდეგ, ისევ ციხეში დააბრუნებენ: – “ინტერპოლმა 9 წელი ვერ დაიჭირა და ეხლა როგორ დაიჭერს?”
შალვა ხაჭაპურიძე:
-ინტერპოლი მოხსნილი ჰყავდა დღევანდელ ხელისუფლებას წითელი ცირკულარიდან და ტყუილად ხომ არ დაიჭერდა?
კომენტარები