რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე:
„ეს HOLLYWOOD ჩვეულებრივი პროპაგანდის მანქანა და დამონებული მასხარების თავყრილობაა
შონ პენი, რომელმაც ერთი კვირის წინ დედა დაკრძალა, ჩაიყვანეს უკრაინაში და საკუთარი ოსკარი გადააცემინეს ზელენსკისთვის.
გამოაცხადეს თავისი ოსკარი გადასცაო და ნიუსის ბოლოს, სტანდარტულად, ყველგან, უცხოეთშიც და ჩვენთანაც, “ხურდაში” აღინიშნება, რომ ოსკარის ქანდაკება უკრაინაში დარჩება ომის დასრულებამდეო.
თუ აჩუქა აჩუქა და თუ ომის დასრულებამდე ათხოვა მაშინ გამოაცხადეთ, რომ ათხოვა!
აი “რა მოძრაობაა” ახლა ეს? რისი მომტანი?“
შეგახსენებთ, გუშინ ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ოსკაროსანი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მსახიობმა უკრაინაში ოსკარის ფიგურა ჩაიტანა, როგორც უკრაინის გამარჯვებისა და რწმენის სიმბოლო, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება.
კომენტარები