კასპის რაიონის “ენმ”–ის აღმასრულებელი მდივანი, მიშა ბალიაშვილი:
“მე, როგორც კასპის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, მხარს ვუჭერ ახალგაზრდა პატრიოტი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებას და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ყველა დონის არჩევნების ჩატარება როგორც ცენტრალურ ისე რაიონალურ დონეზე. უფრო ფართო კარები უნდა გაეხსნას თითოეულ პატრიოტ ადამიანს იყოს ჩართული ამ პროცესებში, უფრო მეტი სამუშაოა გასაწევი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და თავისუფლებისათვის.
ვეთანხმები ჩემს თანამებრძოლებს რომ მხოლოდ ცივილიზებული არჩევნებითაა შესაძლებელი კრიზისის განმუხტვა პარტიაში.
ასევე მოვუწოდებ ენმ ს სიით კასპის საკრებულოში შესულ ჩვენს თანამებრძოლებს,თქვათ დროულად თქვენი სათქმელი აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველო გაიმარჯვებს
კომენტარები