“ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი კახიანი ვარაუდობს, რომ „ქოლცენტრების საქმის” უკან დავით კეზერაშვილი დგას.
“ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბატონ კეზერაშვილზე საუბარი იყო როგორც პოლიტ დევნილზე, მაშინ როდესაც მის მიმართ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენიც. სულ ახლახანს პროკურატურამ ახალი ფაქტები გამოამჟღავნა, რაც ძალიან დიდი ალბათობით გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების უკანაც ბატონი კეზერაშვილი დგას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა გაუკეთებია ბატონ კეზერაშვილს”- განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს პროკურტატურის ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 37 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.
უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის უწყების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.
კომენტარები