“ენმ”-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი “ოცნების” თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებას “ტვ პირველის” ეთერში პასუხობს და ამბობს:
“კობახიძე, ეგ მატყუარა კაცი, რომელიც 2012 წლადე არსად ჩანდა და არავინ იცის რას საქმიანობდა . მგონი გერმანიაში ცხოვრობდა…
კობახიძე უტიფრად მაბრალებს, თითქოს ვიყავი ქოლცენტრის დირექტორი. ზუსტად იგივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბატონი, რომელიც 2012 წლამდე სად იყო კაცმა არ იცის და მგონი გერმანიაში ცხოვრობდა, იყო იქ ერთ-ერთი საროსკიპოს დაცვის უფროსი. აი, ასე პირდაპირ უნდა დააბრალო მაგ ადამიანს… როგორ მუშაობს პროპაგანდა – ნაწილს სიმართლეს ამბობენ, მე და დავით კეზერაშვილს საერთო კომპანია გვაქვს, რომელიც გზებს აშენებს უკრაინაში და ამის ნაცვლად ამბობდ, რომ ვიყავი ქოლცენტრის დირექტორი. დავით კეზერაშვილს უნდა ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი მედია, რომელიც ამხელს ამ რეჟიმს, ეს არის და ეს. კობახიძისნაირი ხალხი კეზერაშვილს რომ გაიძახიან, ჰგონიათ, ვიღაცას აზიანებენ, უნდა ესმოდეთ, რომ აქ ნაციონალური მოძრაობის შიგნით ხდება არჩევნები და კომახიძის ყოველი სიტყვა აირეკლება სარკისებურა. “ – ამბობს ცისკარიშვილი.
პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ პარტიის თამჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
მე არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას. ვნახოთ, ვინ გამოიკვეთებიან კანდიდატები, როგორი კამპანია იქნება. მთავარია, რომ ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის შიგნით. პროცესი წავა მშვიდად და დემოკრატიულად. და კობახიძს მსგავსი სუბიექტები როცა ერევიან, მათ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ რომელ მხარესაც ჩაერევიან, სწორედ იმ მხარეს დააზიანებენ. ქოცები არ ირჩევენ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს. – ამბობს ცისკარიშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
“გეგმა არის ასეთი – ამ გეგმის მომზადებაში ჩართული იყო თვითონ კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც უნდა, აქტიურად დაბრუნდეს პოლიტიკაში და მელია არ აძლევდა ამის საშუალება. არის გეგმა, რომ ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმ ფორმალური თავმჯდომარისა, რომელიც დღეს ჰყავს ნაცმოძრაობას”
კომენტარები