“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი, ტვ პირველთან, ვანო მერაბიშვილზე დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს:
“ვანო მერაბიშვილთან კომუნიკაცია ესე კონკრეტულად ბოლო პერიოდში არ მქონია, მაგრამ არც იმას უარვჰყოფ, რომ ვანო ჩემი მეგობარია და შეიძლება თვიდან თვემდე და კვირიდან კვირამდე მქონდეს კომუნიკაცია, შეხვედრა, პარტიის თემებზე არა, არანაირად. ჩვენ უკრაინაშიც შევხვედრივართ. 1999 წლიდან ვმეგობრობთ, დღევანდელ მოცემულობაში ეს პარტიის შიდა ამბებს, ნამდვილად არ უკავშირდება.”
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
“გეგმა არის ასეთი – ამ გეგმის მომზადებაში ჩართული იყო თვითონ კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც უნდა, აქტიურად დაბრუნდეს პოლიტიკაში და მელია არ აძლევდა ამის საშუალება. არის გეგმა, რომ ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმ ფორმალური თავმჯდომარისა, რომელიც დღეს ჰყავს ნაცმოძრაობას”
კომენტარები