მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა, ვივამედიდან გამოსვლის შემდეგ, ამბობს:
“ადრე რომ შევდიოდი, ხან იდგა, ხან იჯდა. ახლა მესამე შემთხვევაა, როცა მწოლიარე მხვდება. გაფერმკთალებულია უფრო მეტად, ვიდრე ადრე იყო. ძალიან ავად არის, სულ იკლებს. განახევრებულია ადამიანია. სამედიცინო სამსახური არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, ამიტომ ვერ ხდება დიაგნოსტიკა. თუ კანონი იძლევა ამის საშუალებას და პოლიტიკური ნება, ეს ადამიანი გარეთ რომ იყოს, ორი აზრი არ არსებობს რომ სამკურნალოდ და დიაგნოზის დასასმელად უცხოეთში წავიდოდა“.
კომენტარები