ფოთის საკრებულოს დეპუტატი, ლაშა რუხაია:
“დღევანდელ ამბებს მინდა შევეხო, მცირე ჯგუფი იმას მეტყვის ახლა ამის დრო არ იყოვო, ქოცებს აცინებთ. იცით რას გეტყვით, ქოცებს გულს უხარებთ, მიშას ჩამოსვლის შემდეგ უმოქმედობით და ათასჯერ ჩამოყვანილი ხალხით, ათასჯერ დაშლით და მერე თვეები კი არა წლებია ველოდებით გეგმას, მაგრამ, არც გეგმაა და არც წინ გადადგმული ნაბიჯი, არავის მივცემ, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის და ქვეყნის დაღუპვის უფლებას. მე, პირადად დავიღალე ამ უმოქმედობით.
ჯერ, სანამ ახალგაზრდა ვარ და ახლა მინდა ამ ენერგიის დახარჯვა და ბრძოლა და ეს მაინც მოხდება ხელსაც ვერავინ შეუშლის ამ პროცესებს, ხალხი დაობდა პარტიის თავმჯომარეებად თუნდაც რეგიონებში.
,,ნაციონალური მოძრაობაა” ის პირველი პარტია, ვინც ცვლილებები გააკეთა პარტიის თავმჯდომარის და ეხლაც თუ ეს ცვლილება უმრავლესობას უნდა სწორი ის იქნება წყნარად და მშვიდად მოხდეს ეს.
ეს ასე მოხდება იმიტომ რომ ეს პარტია არის ხალხის პარტია და არა ერთი და ორი კაცის!”
კომენტარები