სოციალური ქსელში როკ-ჯგუფი „მემენტო მორი“ საარქივო მასალებს აქვეყნებს.
„მემენტო მორი“ 1987 წელს თბილისში შეიქმნა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: მალხაზ კობერიძე (ვოკალი და გიტარა), ალეკო ჩერქეზიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და მამუკა გაბრიჭიძე (ბასი). მამუკა გაბრიჭიძე ბერად 1994 წელს აღიკვეცა. ახლა ყოვლადუსამღვდელოესი მიქაელი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსია.
1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველ მორიგ საარქივო ვიდეოებს წარმოგიდგენთ.
როკ-ჯგუფი „მემენტო მორი“ 1990 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე კომპოზიციებს „მემენტო მორი“, „მშრომელი ხალხი“ და „სადღაც შორს“ ასრულებს.
კომენტარები