თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს, ნიკა გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიება 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
გირაოს მოთხოვნა დღეს ბრალდების მხარემ დააყენა იმის მიუხედავად, რომ პროკურატურის განმარტებით, ნიკა გოგაშვილი მძიმე დანაშაულშია ბრალდებული.
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ნათესავი მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის პირობების დარღვევაშია ბრალდებული, კერძოდ, ადვოკატთა თქმით, იარაღი ნაყიდია კანონიერი გზით, თუმცა, შენახული იყო იოსებ გოგაშვილის სახლში და გამოძიება ნიკა გოგაშვილს ედავება ზუსტად იმას, რომ იარაღი არ ჰქონდა საკუთარ სახლში შენახული.
კომენტარები