დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა 1 ცალი პირბადის ფასი 50 თეთრი იქნება:
სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად შეეძლებათ:
ჩვენთვის ნედლეულის მოწოდება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალო კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ პირბადეებს, თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს 1 პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პირბადე მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში აფთიაქებში გაიყიდოს 50 თეთრად თითო ცალი. სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას.
იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს პირბადეები, სააფთიაქო ქსელები შეთანხმებულები არიან, რომ გარკვეული ლიმიტი იქნება დაწესებული. რამდენადაც მე ვიცი, ეს არის 3 პირბადე 1 მომხმარებელზე, რაც არის სრულიად სამართლიანი და შემდეგ როგორც კი შევატყობთ, რომ ეს მოცულობა ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ და გამომდინარე უკვე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა იმპორტული პირბადეებიც შემოდის და იკერება პარალელურად პირბადეები, შეიძლება ეს ლიმიტიც მოიხსნას“
კომენტარები