გორის სოფლებში სახლების კურთხევის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – გორის საკრებულოს ინფორმაციით, დღეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა, მათ გაესაუბრა და სთხოვა, მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობის სახლების კურთხევასთან დაკავშირებით. გორის საკრებულო ოფიციალურ წერილს ავრცელებს და წერს:
“როგორც ცნობილია, პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გადის, ამიტომ მისი კურთხევით გორის მუნიციპალიტეტში მოხდება სახლების ნებაყოფლობითი კურთხევა და შესაბამისად, საკრებულოს აქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მათ უნდა გააცნონ ეს ინფორმაცია საზოგადოებას.
მეუფე ანდრიას თქმით, შესაბამისი ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სოფლებს შემოივლიან და გააკეთებენ სახლის კურთხევის მსურველების სიას.
საკრებულოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობის.”
კომენტარები