ფოტოები – qartli.ge
qartli.ge-ს ინფორმაციით, კლინიკა ,,გორმედის” პალატებში საპირფარეშოებს გამჭვირვალე კარი აქვს.
მედიას ფოტოები მოქალაქემ მიაწოდა და გამოცემას უყვება, რომ ადმინისტრაციასთან გააპროტესტა, თუმცა უპასუხეს, რომ ვერ ხვდებიან, რა საჭიროა კარს ჰქონდეს დაბურული მინა. როგორც ირკვევა, კლინიკის დირექტორიც ინფორმირებულია.
ეს კლინიკის მთავარი პრობლემა სულაც არ გახლავთ, ამ ყველაფერთან ერთად, მედიის ინფორმაციით, კლინიკაში არ არის ცხელი წყალი.
მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც გორის ბავშვთა საავადმყოფო ,,იავნანა” გადავიდა ,,გორმედში”, ბავშვები და მათი მშობლები ასეთ პალატებში ხვდებიან.
,,მე ამჟამად ორსაწოლიან პალატაში ვარ. ვართ ორნი. ძალიან უხერხულია ასეთ სიტუაციაში ასეთ საპირფარეშოში შესვლა. დისკომფორტია ნამდვილად’.
შეიძლება ექიმი ან თუნდაც ახლობელი იმ დროს შემოვიდეს, როდესაც შენ ასეთ გამჭვირვალე საპირფარეშოში ხარ” – ჰყვება პაციენტი მედიასთან.
კომენტარები