“თაიმერის” ინფორმაციით, ამ წუთებში ხანძარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში. მედიის ცნობით, ბადრი ფურთუხიას სახლი იწვის. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა. ცეცხლის გაჩენის დროს სახლში ბავშვები და მათი დედა იმყოფებოდნენ. მათ დროულად შეძლეს აალებული საცხოვრებლიდან გამოსვლა.
დაზარალებულ ოჯახთან წალენჯიხის ვიცე მერი თამარ ბელქანია მივიდა. მისი თქმით, მერია დადგენილების თანახმად, ოჯახს 15 000 ლარით დაეხმარება საცხოვრებლის აღდგენაში, იქამდე კი მათ ქირითაც უზრუნველყოფენ.
კომენტარები