მწერალი, ალეკო შუღლაძე, რომელიც ინდოეთში იმყოფება, წერს:
ავტობუსი მოვიდა მტრისას: უშველებელი, დაჭყლეტილი, შიგნით დახეული, გარეთ გადმორწყეული. ერთ მხარეს დაჟანგებული, მეორე მხარეს ტაოტ-ფოსფორიანი, დაჩუტული საბურავებით.
სხვა გზა არ იყო, შევახტით, ვიღაცებმა გვაჯობეს, მაგრამ რატომღაც წინ არ დასხდნენ, უკანა სკამებისკენ გაიქცნენ, წინ ჩვენ დავსხედით… ბოლო მოხუცი ვეღარ ეტეოდა და მძღოლმა წიხლით ჩააგდო. ჩელო, ჩელოო და მეთქი მუსიკას დაუკრავენ, თურმე ჩელო “წავიდას” ნიშნავს.
დაიძრა თუ არა, ვიღაც ტიპი მეცა, ეს ჩემი ადგილიაო. ლატიკას ჩაეცინა, იცის ავტობუსებში ჩემი ჩხუბების ამბები, – მისმა ღიმილმა ძალა შემმატა, საქმის გარჩევის თავი სად მქონდა, ხელი ეგრე ვკარი და ბავშვებიან ქალებში გადავაგდე.
სხარტი აღმოჩნდა, უცბად წამოხტა და ახლა იმან მკრა ხელი და შივაიტ ბაბაჯის კალთაში აღმოვჩნდი.
მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მეც სხარტი ვარ, უფრო მაგრად ვკარი და წიხლიც მივაყოლე, ლატიკას დავუყვირე, ჯერ არ ჩაერიო-მეთქი!
ისევ წამოხტა, გავოცდი, არცერთ ინდოელს ადგილის გამო არ უჩხუბია. უკნიდან ვიღაც რაღაცას მიყვიროდა, გვერდიდან კიდევ ერთი ჩემს გაკავებას ცდილობდა. ანუ ყველანი იმ გარეწრის მხარეზე იყვნენ. ამ დროს ლატიკაც წამოხტა…
დავბზრიალდი როგორც მცხეთის მარშრუტკაში, ხომ გახსოვთ და მაგარი დაგნარის მერე, თქვენ მოგიტკნავთ მეთქი უკვე ვღრიალებდი… ბოლო ბოლო შემეშვნენ.
არადა თურმე მაგარი სირცხვილი ვჭამეთ. ეს კაცი, ვინც მეკაჩავებოდა, კონდუქტორი ყოფილა. ეს კი მისი კუთვნილი ადგილი, აქ ზის ყოველთვის და კარს ხურავს ხოლმე. თუ არ მიაწექი, ისე არ იხურება, ბილეთებსაც იქიდან ყიდდა.
კარს კი მე ვხურავდი მთელი გზა, მაგრამ ნეტავ ის ხალხი რას ფიქრობდა ჩვენზე?
კომენტარები