სპეციალურად შექმნილი კომისიის სხდომაზე დღეს “ენმ”–ში შეთანხმდნენ, რომ კანდიდატურის წარსადგენად კონკრეტულ პირს პოლიტსაბჭოს სამი წევრის მხარდაჭერა დასჭირდება და არჩევნები ონლაინ ჩატარდება.
ოფიციალურ დოკუმენტს, სამუშაო ჯგუფი 22 ნოემბრისთვის მოამზადებს და დასამტკიცებლად პოლიტიკურ საბჭოს წარუდგენს. ამის შემდეგ კი მსურველები კანდიდატურას ოფიციალურად დაარეგისტრირებენ.
აბსოლუტურად ყველანი, ჩვენ, შევჯერდით იმაზე, რომ აღნიშნული არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონული წესით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს განაპირობებს იმას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. გასაგებია, რაღაც სახის ფილტრები იქნება, რომ მანიპულაციები არ იყოს, მაგრამ, ეს პროცესი, დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან ღია, ძალიან საჯარო და ძალიან მასშტაბური, – ამბობს ბაჩო დოლიძე.
ამ ეტაპისთვის ცნობილია,რომ მოქმედ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად, პარტიული თანამდებობისთვის გიორგი ჩალაძე და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ.
კომენტარები