დანიის, ნორვეგიის და გერმანიის მკვლევართა ჯგუფმა კვლევის შედეგები გაავრცელა. ექსპერიმენტში მონაწილეობას, 35 ქვეყნიდან, 1034 ადამიანი იღებდა. მოხალისეები იყვნენ სრულიად ჯანმრთელნი და გამოთქვამდნენ მზადყოფნას სიკვდილის წინა გამოცდილების მიღების.
კვლევის შედეგად (მტკიცებულებები – 1034 ადამიანის ტომოგრამა, ენცეფალოგრამა და სხვა სამედიცინო ანალიზი) აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეთა, დაახლოებით, 10% ისეთივე, განცდა ჰქონდათ, როგორც ადამიანს კლინიკური სიკვდილის დროს აქვს მათ ე. წ. სიკვდილის წინა მდგომარეობის განცდები ჰქონდათ.
ექსპერიმენტში მონაწილეთა მდგომარეობის შეფასება შკალით ხდებოდა, რომელშიც 16 კონკრეტული სიმპტომი იყო:
კვლევაში მონაწილეთა 87% დროის შეგრძნების ცვლილება დაასახელა — ის ან შენელებული, ან აჩქარებული იყო. 65%-მა ჩათვალა, რომ აზროვნების აჩქარება მოხდა, 63%-ს გრძნობები გაუმძაფრდა. ხოლო, 53% “სხეულიდან გასვლა” შეიგრძნო. ამასთან, სულის გასვლას, გვირაბის ბოლოს, კაშკაშა სინათლის ხილვა და ანგელოზთა გალობაც ერთვოდა.
კომენტარები