12 ნოემბერს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირმა ქ.ზუგდიდში ჩაატარა ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალი ‘’სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში”.
ფესტივალზე წარმატებით გამოვიდა წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’მამული’’ და დაჯილდოვდა დიპლომით, (ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია)
ხოლო ხელოვანის ქომაგის წოდება მიენიჭა ანსამბლის ქორეოგრაფს ანი ჩიქოვანს.
კომენტარები