“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია, რომელმაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივა მედში” მოინახულა, მედიასთან ამბობს:
“ამოცანა, რომელიც დღეს ოპოზიციის წინაშე დგას, ეს არის ნიკა გვარამია ციხეში გვყავს და ნიკა გვარამია არის გასათავისუფლებელი, და ზოგადად, ქვეყანაში, არის რეჟიმი შესაცვლელი. ჯობია, ვიყოთ კონცენტრირებული და კონსოლიდირებული ამ აზრის ირგვლივ. და რა დროს, ეხლა, “ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები და რა დროს ეს თემაა, როდესაც ბევრად მნიშვნელოვანი თემა არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანას ვკარგავთ და ჯობია, ამაზე ვიფიქროთ, ამის ირგვლივ ვკონსოლიდირდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” და არა იმაზე, ვინ იქნება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ჩემზე ნამდვილად არ აქვს ამ ადამიანს გავლენა.
მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. არ ერევა, რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რა დროს ეგაა”
კომენტარები