როგორც პედაგოგები გვატყობინებენ, განათლების სამინისტრომ, გასცა რეკომენდაცია, კლასის დამრიგებელმა თითეული მშობელი გააფრთხილოს და თუ რომელიმე მოსწავლეს ექნება ვირუსის ნებისმიერი სიმპტომი, სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი და სხვა, დაუყოვნებლივ შეატყობინონ კლასის დამრიგებელს, რომელიც თავის მხრივ, ინფორმაციას გადასცემს სკოლის ექიმს.
სკოლის ექიმი, თავის მხრივ, ჩაატარებს გაიდლაინების მიხედვით გამოკითხვას და გადაწყვეტს, ოჯახის ექიმთან გადაამისამართოს მოსწავლე, თუ სხვა რომელიმე სპეციალისტთან. პარალელურად, სკოლის ექიმი, შეატყობინებს ფაქტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს.
როგორც სჩანს, ეს რეკომენდაციები მას შემდეგ დაამატეს, რაც ბავშვებშიც იმატა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა.
დღესაც, კიდევ ერთ მოზარდს დაუდასტურდა ინფექცია.
შეგახსენებთ, თავიდან არსებობდა მითი, რომ ბავშვებს არ ემართებათ კორონავირუსი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა.
პრევენციის ზომები, ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტია და ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს რეკომენაცია.
ალია
კომენტარები