ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი:
„კი ვხუმრობთ მელიას წინააღმდეგ ნაცების აჯანყებაზე, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლო ხანების საინფორმაციო ომების მთავარი მიზანი, ნაცების “მთავარ ოპოზიციურ პარტიად” მონოპოლიზება და საბოლოო ჩაბეტონებაა.
ნაცპარტიაში მიმდინარე ერთი შეხედვით კომიკური პროცესი არ უნდა იყოს სპონტანური და თბილისური უსაქმურობით გამოწვეული. ალბათ უფრო კოორდინირებული საერთაშორისო პროექტია. პროექტის მიზანი უნდა იყოს, ახლო მომავალში ხელისუფლების ალტერნატიული ძალის ხელოვნურად შექმნა. შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, კარგად გაპიარებული მოჩვენებითი შიდა დემოკრატიით წარმოდგენა (დაახლოებითი შინაარსი “მათ არჩევნებით გადასცეს ხელისუფლება ოპოზიციას 2012 წელს და არჩევნებით გადაირჩიეს პარტიის თავმჯდომარე. ე.ი. ისინი ცივილიზებული ევროპის წესებით ცხოვრობენ და ჩვენნაირები არიან), პროდასავლური იმიჯით, დაპატიმრებული, ავადმყოფი ლიდერით და დასავლური ინსტიტუციების უპირობო აღიარებით.
ასეთ პოლიტიკური ცენტრის გარეშემო, მედიის და სხვა მასობრივი მოქმედების საშუალებებით მოახდენენ ამომრჩეველთა მობილიზებას, ანუ სხვადასხვა მეთოდებით მათ ხმებს უშოვიან, რაც კვლელების თანახმად ყველაზე დიდი პრობლემაა ნაცებისათვის. რაკი წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში რევოლუცია აღარ გამოდის, ამ პროცესმა 2024 წელს, შედეგად უნდა მოიტანოს, დღეს არსებული პოლიტიკური სტატუსქვოს რეალური ალტერნატივა.
ასეთი სცენარით საქართველო დაუბრუნდება “სახელმწიფო პროვოკატორის” როლს, რომელსაც ასრულებდა 2012 წლამდე და ისევ გახდება სხვადასხვა რეგიონალულ კონფლიქტებში გამოსაყენებელი მცირეკალიბრიანი ინსტრუმენტი.
მთავარი რაც ამ სცენარის განცორციელებას შეუძლებელს ხდის, ესაა ძველი, სისხლიანი პოლიტფიგურების და კეზერაშვილის უდავოდ კრიმინალური ფულის გამოყენება.“
კომენტარები