გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„დღეს ოცნებამ ფაქტიურად აღიარა, რომ ამერიკელ დიპლომატებს არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დასდევს. დიდი რიხით გვანახეს ფოტო, სადაც დავით კეზერაშვილი ამერიკელ დიპლომატ კურტ ვოკერთან ერთად კიევის ერთ ერთ რესტორანში სადილობს. ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბიც გაითხარა – მტერი გამოაშკარავებულია! კურტ ვოკერი უდგას ამერიკის სახელით სათავეში ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას.
რა აკავშირებს დავით კეზერაშვილს კურტ ვოკერთან. კიევში ცოტა ხნის წინ დავით კეზერაშვილის ხელშეწყობით გაიხსნა ამერიკული უნივერსიტეტი, რომლის ბორდის თავმჯდომარე არის ბატონი ვოკერი. გარდა ამისა ვოკერი წლები იყო ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, მუშაობად სხვა და სხვა ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე, იყო ამერიკის ელჩი ნატოში და არის საქართველოს ყველაზე დიდი ამერიკელი მეგობრის ჯონ მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი. ამ უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის კადრები ტელევიზიით გადაიცა უკრაინაშიც და საქართველოშიც, სადაც ვოკერი კეზერაშვილი, კიევის მერი კლიჩკო და ბევრი სხვა ოფიციალური პირიც იყო. ეს არათუ დასამალი, საამაყო საქმეა. ასე რომ აქ დაფარული და საიდუმლო არაფერია.
ახლა როცა გავიგეთ ვინაა კურტ ვოკერი, დავუბრუნდეთ ოცნების “შეხვედრებს”. ვინ ლაპარაკობს! რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს რომ ეჭუკჭუკება და Будем держатся вместе-ო პირდება?! ვინც, ბელორუსში საიდუმლოდ ბორტნიკოვს ხვდება?! სავარაუდოდ იარაღით დატვირთულ ირანულ თვითმფრინავებს ცას უხსნის?! ეს ხალხი ლაპარაკოს კურტ ვოკერზე
ქართული ოცნება / Georgian Dream აბა ხელი მოისვით, ხომ კარგად ხართ
კომენტარები