“არ ვიცი, კობა ნაყოფიას ინტერპრეტაციით, როგორ გავაკეთო დასკვნა” – ამის შესახებ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განახადა.
პარიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ენმ-ში მიმდინარე მოვლებზე მიხეილ სააკაშვილს თუ დასჭირდა, განაცხადებას თავად გააკეთებს.
თვითონ თუ დასჭირდება კონკრეტული კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თქვენთან, ჩვენთან არ უჭირს მიშას, გააკეთებს ამას სოციალური ქსელის საშუალებით. არ ვიცი, კობა ნაყოფიას ინტერპრეტაციით, როგორ გავაკეთო დასკვნა”- თქვა მან.
ამასთან ცსკარიშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლო წლებში “ნაციონალურ მოძრაობაში” ჩატარებულ არცერთ არჩევნებში არ ჩარეულა.
„აქედან თუ შემიძლია რომ გამოვიტანო ჩემი შეხედულებები და დასკვნები, არის ის, რომ როგორც არ ერეოდა მიხეილ სააკაშვილი ასეთ შიდა პრაიმერულ პროცესებში, არ აპირებს არც ამ ჯერზე იმიტომ, რომ თუ ჩაერია, აზრს კარგავს. თუ ნეიტრალური არ იქნება სააკაშვილი, მთელი ეს პრაიმერისი და საარჩევნო პროცესი აზრს კარგავს. იმიტომ რომ ყველა, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მეგობრების, მხარდამჭერების და პარტიის წევრები, გაიზიარებენ მის შეხედულებას”, – ამბობს ცისკარიშვილი.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ თქვა, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაწყებული ცვლილებები მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს”.
კომენტარები