“განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრის” დირექტორი, გიორგი ჩუბინიძე:
“ფეისბუქს ,,ვსქროლავ” და ყოველ დღე უფრო სევდიანი ამბები მხვდება… დღეს, ხაშურელი, 20 წლის ბიჭი გამოესალმა სიცოცხლეს. მანქანამ დაარტყა.
მერამდენე მკვლელობაა ხაშურის ქუჩებზე?! მერამდენე შვილმა დატოვა მშობლები?! ჩვენგან, ქვეყნიდან წასულებისგან განსხვავებით მათ სამუდამოდ დატოვეს და ამ ორივე, ფიზიკური და სულიერი დატოვების მიზეზი ისევ და ისევ ადგილობრივი უსამართლობა რომაა ამაზე არავინ არასდროს საუბრობს…
ჰო, აქ ვარ და ყოველ წელს, ყოველ შემოდგომას და ყოველ ზამთარს მედარდებიან ჩემები.
რატომ? იმიტომ რომ ათწლეულებია არაა მშვიდად მიმოსვლის საშუალება… ტროტუარებიც კი არაა… მოშლილია გზები, მოშლილია საქალაქო ინფრასტრუქტურა… უწყლოდ, არტეზიული ჭის წყლებით, ნელ-ნელა იწამლებიან ჩვენები, იმიტომ რომ სხვა წყალი უბრალოდ არაა… მოქალაქეებს პირდაპირ მაგისტრალზე გავლა უწევთ, სამანქანო გზებზე… სხვანაირად მუხლებამდე ტალახში აღმოჩნდები ან სხვანაირად უბრალოდ ვერ გაივლი… დავიღალეთ! დავიღალეთ განცდებით და ფიქრით თუ ვინ შეიძლება იყოს შემდეგი მსხვერპლი, რადგან ამ ქუჩებში არავინაა დაზღვეული… არც კანონი კანონობს, არც პასუხისმგებლობით უდგება ვინმე…
და ჩვენ, ჩვენი ქვეყნიდან ფიზიკურად წასული ადამიანები ისევ ამ განცდებს ვართ მიჯაჭვული.
არა, არ შველის სირაქლემას პოზა, არ შველის რომ არ ვადევნოთ თვალყური ქართულ ამბებს. აქ უფრო მძაფრია ტკივილი რომ რამდენად მარტივად შეიძლება მოევლოს ამდენ უსამართლობას და რამდენად მარტივად სდუმს ხალხი,
თქვენ, თქვენ, მდუმარე საზოგადოება ხართ დამნაშავე თითოეული ადამიანის ჩამქრალ სიცოცხლეშიც და იმაშიც, რომ თითოეულ უსამართლობაზე სდუმხართ, ელემენტარულ ემოციას არ გამოხატავთ.
ესაა ჩვენი ,,ერთსულოვნება”.
კომენტარები