წინასწარმეტყველი ლელა კაკულია:
2022 წელი, 18 ივლისი
მაწუხებს ის, რომ რუსეთს მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული – გადაწყვიტა პოლონეთის დაბომბვა. რუსეთი არ შეჩერდება. მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო იძაბება.
მაგრამ რუსეთი პოლონეთში ომს ვერ გაშლის. კი დაარტყამს, მაგრამ, ასე ვთქვათ, მხოლოდ რამდენიმე ბომბს ჩამოაგდებს. ამით რუსეთი ვერაფერს მიაღწევს — ვერ გაიმარჯვებს. ევროკავშირი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები კი საბოლოოდ გაცოფდებიან და რუსულ დათვს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ბუნაგში შეტენიან…
2022 წელი, 21 ივლისი
რუსეთი პოლონეთს ვერ დაანგრევს, ვერ გააკეთებს იმას, რაც უკრაინაში გააკეთა – მთელი რეგიონები რომ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა.
მე ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს პოლონეთზე შეტევა აქვს ჩაფიqრებული და ბომბს ესვრის-მეთქი, თორემ ფართომასშტაბიანი ომი, მასიური ნგრევა და მსხვერპლი არ დამინახავს – ასეთი რამ პოლონეთს არ აწერია ბედისწერაზე.
პოლონეთი გადარჩება!
კადიროვის მუქარის პასუხად, რომ NATO-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმას ამუშავებენ და კიევის აღების შემდეგ რიგში პირველი პოლონეთია, ვიტყვი: ადამიანი ჯერ უნდა გადახტეს და ჰოპლა მერე დაიძახოს!
ვხედავ NATO-ს ჯარების მობილიზაციას და ამ ძალას რუსეთი ვერ მოერევა – ანახებენ, როგორ უნდა ბომბის სროლა.
მე 2008 წლის 1-ელი მარტის წინასწარმეტყველებაში მიწერია: ვხედავ, კრემლის ერთი კედელი იწვის, ფეთქდება-მეთქი. ჰოდა, ფრთხილად, რუსეთო!“
კომენტარები