სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“დღეს, როცა ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია საქართველოს ხელისუფლებისა და მისი სატელიტების მხრიდან ანტიდასავლურმა რიტორიკამ…
დღეს, როცა ხელისუფლებამ გასაქანი მისცა ყველას, ვისაც კი შევარდნაძის დროიდან დღემდე რამე აუგია უთქვამს ამერიკელებზე და ევროპელებზე…
დღეს, როცა შევარდნაძის დროინდელი და მისგან ხელდასმული ,,ეროვნული მოღვაწეების” ანტიამერიკული წიაღსვლებით და ციტატებით გადავსებულია სატელევიზიო თუ ინტერნეტსივრცე…
დღეს, როცა ლამის ეროვნულ გმირობადაა შერაცხული უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე დ უ მ ი ლ ი და დასავლეთის
,,მ ხ ი ლ ე ბ ა”
დღეს, როცა ქოცექსპერტად გარდასახულ ერთერთ ,,ზვიადსტს” ნიშნის მოგებით შეუძლია იკითხოს:
,,საგარეო კურსი რას ნიშნავს?!
სადმე მიცურავს ჩვენი გემი თუ თვითმფრინავში ჩასხდა ყველა ქარველი და სად მივფრინავთ სალონში ახლა ვარკვევთ?
მოდით, სადაც ვართ იქ მოვძებნოთ კარგად საკუთარი ფესვები და ასე ვთქვათ დავყენდეთ, რა!”
დიახ, იკითხოს და დაგვამუნათოს…
…და სწორედ მაშინ,
გულს მალამოდ ეფინება ჩვენი რაიონის მკვიდრის ჩვენი ,,საამაყო” პარლამენტარის ბატონი ედიშერ თოლორაიას მიერ წლების წინ საარჩევნო მარათონის დროს, ზუგდიდის ერთერთ სოფელში, ამომრჩევლების წინაშე წარმოთქმული ,,ისტორიული” სიტყვები:
,,ჩემთვის ნატო და ევროკავშირი- დარჩელი, ინგირი, კორცხელი და ჭაქვინჯია”
დიახ!!!
სწორედ დარჩელში, ინგირში, კორცხელში და ჭაქვინჯში საკუთარი ფესვების ,,მოძიება” და ,,გამაგრება” გვიჯობს ევროპაში
,,უმიზნო ხეტიალს”
დიახ, ასეთი ,,პატრიოტები” იზრდებიან სამეგრელოსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მერე კი, ასეთი მაჟორიტარების სახით, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში ვაგზავნით მათ საერთო ეროვნული ცნობიერების
,,ასამაღლებლად”!!!
P.S. ჩასვრილი რუსეთი მოლაპარაკებებს ითხოვს, ზუგდიდის მერიის რუსეთუმე თანამშრომლები კი არ ნებდებიან…
მეტიც…
ზუგდიდის მერიის თანამშრომლები, რუსეთის მიერ ხერსონის დაკარგვასთან დაკავშირებით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ!!!”
კომენტარები