სოფიო ჩიკვილაძე:
“მეგობრებო დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში .
გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა .
ყველას ვებერთელა მადლობა თანადგომისთვის
უფალი თქვენსკენ ,უფალი ჩვენსკენ “
შეგახსენებთ, 15 წლის მარიამი თურქეთში სამკურნალოდ ერთი თვის წინ ჩაიყვანეს, თუმცა მოზარდი კვირას გარდაიცვალა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 წლის გარდაცვლილი შვილის ცხედარს არ ატანენ კლინიკიდან ოჯახს, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, როგორც ჩანს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ ჰქონია და მამა იძულებული გახდა პირადად ეთხოვა დახმარება რამდენიმე საათის წინ!
კომენტარები